რეკლამა
27 სექტემბერს ქუთაისში “ფემილის“ ახალი საწარმო – “ფემილი ფუდი” იხსნება (R)
FaceBook
მაღაზიათა ქსელი "ფემილი" 27 სექტემბერს ქუთაისში ახალ საწარმოს "ფემილი ფუდ" - ს ხსნის. "ფემილი ფუდ" - ი გთავაზობთ 250 - ზე მეტი დასახელების ნამცხვრებისა და ტორტების, თანამედროვე დესერტების, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი კერძების ფართო ასორტიმენტს.

"ფემილი ფუდ" - ი მაღაზიათა ქსელ "ფემილი" - ს ახალი პროექტია, რომლის შესასრულებლად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საწარმოში 50 - მდე ადგილობრივი არის დასაქმებული.

"ფემილი ფუდ" - ში საკუთარ გემოს აღმოაჩენს ყველა: ჯანსაღი კვების მიმდევრები, გურმანები, ბავშვები და ნებისმიერი ის ადამიანი, ვისთვისაც საკვების გემო და ხარისხი მნიშვნელოვანია !
ობიექტზე  HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს.

"ჰასპი" საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს.

შესაბამისად, "ფემილი ფუდ" - ი გემრიელთან ერთად, მომხმარებლებს უსაფრთხო და ყველა სანიტარული ნორმის დაცვით დამზადებულ პროდუქტს სთავაზობს. "Family food" - საუკეთესესო არჩევანი დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
Print
თეგები: #ფემილი