სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და დაკრედიტება ფინკა ბანკის ერთ-ერთ
ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი მუდმივად მუშაობს სხვადასხვა
პროდუქტებზე, რათა ფერმერებს მათზე მორგებული პირობები
შესთავაზოს.
მომხმარებლის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე ფინკა ბანკი
ფერმერებს შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს:
აგრო სესხის განვადება - განკუთვნილია მათთვის,
ვისაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა, მასალები, მცენარეთა
დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა და სხვა
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციის შეძენა სურს.
ამისათვის ფინკა ბანკის პარტნიორი კომპანიის „აგროსფერო“ მაღაზიათა
ქსელში სასურველი პროდუქციის შერჩევისას ფინკა ბანკის აგრო სესხის
განვადება
წლიური 0%-დან (ეფექტური 0.65%-დან) არის
ხელმისაწვდომი. აგრო სესხის განვადება ფერმერებისთვის
ხელსაყრელია იმითაც, რომ სესხის დამტკიცებისა და განაღდების საკომისიო
0%-ია და ამ იაფი ფინანსური რესურსით აგრო მეურნეობების
განვითარებისათვის საჭირო ინვენტარისა თუ მასალების შეძენა უფრო
ხელმისაწვდომი ხდება.
შეღავათიანი აგროკრედიტი: შეღავათიანი აგროკრედიტის
პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მისი
მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს. ფინკა ბანკი პროგრამის
ფარგლებში მომხმარებლებს კრედიტს ორი მიმართლებით სთავაზობს:
მექანიზაციის ქვეკომპონენტისთვის (სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების ტექნიკის ან/და იმპლემენტის (აგრეგატის) შესყიდვა) და
ძირითადი საშუალებებისთვის (გადამამუშავებელი,
ინფრასტრუქტურული და პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები,
შესაფუთი მასალების წარმოება და ა.შ.). შეღავათიანი აგრო სესხის აღება
7,000-დან 250,000 ლარამდეა შესაძლებელი, მაქსიმუმ, 60 თვემდე ვადით,
საიდანაც თანადაფინანსება პირველ 48 თვეს შეეხება.
აგრო სესხი: განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს
მეურნეობის გაფართოვება, ფერმის აშენება, სოფლად სახლის რემონტი,
სასოფლო-სამეურნეო-საოჯახო ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენა, სეზონური
სამუშაოების დაფინანსება თუ სხვა პირადი, თუ სასოფლო-სამეურნეო
მიზნების შესრულება. ფინკა ბანკის აგრო სესხი 4,000-დან 60,000
ლარამდე 1 სამუშაო დღეში გაიცემა, გადახდის გრაფიკი კი
ინდივიდუალურია, მომხმარებლის შემოსავლის სტრუქტურის მიხედვით
დგება.
ფინკა ბანკის აგრო პროდუქტებით სარგებლობისთვის გვეწვიეთ სერვის
ცენტრში თქვენს ქალაქში, შეავსეთ
ელექტრონული განაცხადი ან დაგვირეკეთ *4949.
მასალის გამოყენების პირობები