რეკლამა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაზაფხულის ონლაინ სასკოლო ბანაკი 2021 (R)
FaceBook
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის გაზაფხულის ონლაინ სასკოლო ბანაკი 2021 იწყება.

პროექტი - „შენი ბიზნეს მოდელი მეღვინეობაში“, CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ორგანიზებით და ბიზნესის ფაკულტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ყოველ პარასკევს, ლიდერ პროფესორ-ტრენერებთან, ონლაინ შეხვედრები გაიმართება თემებზე: მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობა და განვითარება; მარკეტინგი და ბრენდინგი.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის X/XI/XII კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ მიიღონ გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით.

პროექტის ფინალურ ეტაპზე, მონაწილეები დაჯგუფთებიან შემთხვევითობის პრინციპით. მათი მთავარი ამოცანა იქნება, წარმოადგინონ ბიზნეს იდეა და გაწერონ პროექტი.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. გამარჯვებული გუნდის წევრებზე კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერის 5 000 ლარიანი საპრიზო ფონდი გადანაწილდება.

რეგისტრაცია იწარმოებს 26 მარტის 16:00 საათამდე.
სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/30Ntas1

Print