რეკლამა
BTU აბიტურიენტებითვის – ახალი კურსები საჩუქრად საქართველოს ყველა აბიტურიენტს
FaceBook
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

ასში მონაწილეობა უფასოა და მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. კურსების გავლის შემდგომ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთვის მიმდინარე აქტივობებს შორისაა:

გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
ვორქშოფი კიბერჰიგიენაში - უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
პროფესიული ორიენტაცია – ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. ყველა აქტივობის დაწყების თარიღი, ინფორმაცია მენტორების, ხანგრძლივობის, პრიზებისა და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გაზიარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, რეგისტრაციის შემდგომ.

(R)
Print