რეკლამა
თუ ლე ჟუ - ახალი კაფე ქალაქში (R)
FaceBook

ბოლო დროს ბუხაიძის ქუჩაზე მიმავალი ალბათ შეამჩნევდით ხის ნაკეთობით, პასტელური ფერებითა და ვერანდით შემოსაზღრულ შენობას, შიგნით მოფუსფუსე პერსონალით და ცნობისმოყვარეობით სავსე საკუთარ თავს კითხვას დაუსვამდით, როდის და რა გახსნილა ქალაქშიო.


ჩვენ მოგახსენებთ, რომ ქალაქში ახალი ქართულ-ევროპული კაფე „თუ ლე ჟუ“ გაიხსნა, მრავალფეროვანი კერძებისა და დესერტების ასორტიმენტით. იმისთვის, რომ მეტი შეგვეტყო კაფეს შესახებ, მის წარმომადგენლებს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვაც დავუსვით.



რა არის „თუ ლე ჟუ“ და რა კონცეფციის მატარებელია ის?

თუ ლე ჟუ (წარმოებულია ფრანგული სიტყვიდან ტუ ლე ჟუღ - ყოველდღე, ყოველდღიური) არის ქართულ-ევროპული კაფე, რომელიც მდებარეობს ისტორიულ და კულტურულად მრავალფეროვან ქალაქში, ქუთაისში.

ბრენდის კონცეფცია და იდეა უშუალო კავშირშია სახელთან. ბრენდის სახელი წარმოებულია ფრანგული სიტყვიდან და ადაპტირებულია უშუალოდ ჩვენს ხასიათსა და კონცეფციასთან, რაც სიმარტივესა და სილაღესთან ასოცირდება. სწორედ ასე მივიღეთ ბრენდის სახელი - თუ ლე ჟუ.

რა არის თუ ლე ჟუს მისია და მიზანი?

თუ ლე ჟუს მისიაა კაფეში ვიზიტისას, გატანის თუ მიტანის სერვისით სარგებლობისას მოხმარებელს შეუქმნას ამაღლებული, სადღესასწაულო განწყობა, შთაგონებული ევროპული და ქართული ხასიათით, მეგობრობითა და სილაღით.

თუ ლე ჟუს მიზანია ჩვენთან დამეგობრებული მომხმარებლისთვის კაფე დაუსრულებელ კულინარიულ თავგადასავლად იქცეს, რომელიც მოიცავს გემრიელ კერძებს, ევროპული ხაზის დესერტებს, არომატული ყავასა და მყუდრო, მშვიდ გარემოს.



სად მდებარეობს კაფე თუ ლე ჟუ და რა სერვისს გვთავაზობთ მიმდინარე პერიოდში?

კაფე მდებარეობს ბუხაიძის ქ.N20ა-ში. საგანგებო პირობების გათვალისწინებით მომხმარებლებს ვთავაზობთ გატანის სერვისს და ვმუშაობთ, რომ მალევე შევთავაზოთ მიტანის სერვისიც.

ასევე ველით რეგულაციების შემსუბუქებას, რომ მომხმარებლებს ვუმასპინძლოთ ჩვენს მყუდრო გარემოში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ქალაქში ახალი კაფეა, რომელიც ახლოს გაცნობას იმსახურებს. აქ ყოველდღე მონდომებითა და სიყვარულით დამზადებული საკვებით მშვიდ, სასიამოვნო, მყუდრო გარემოში ნაცნობ მომხმარებლებს ელიან.


მის: ქუთაისი, ბუხაიძის ქ.N20ა. კაფე „თუ ლე ჟუ.“

FB გვერდი: facebook.com/CafeTuleju

 

Print