რეკლამა
ვეძებთ ძიძას ქუთაისში (R)
FaceBook

ორი თვის გოგონასათვის ვეძებთ ძიძას ქუთაისში.


სასურველია ჰქონდეს ბავშვის აღზრდის გამოცდილება და შესაბამისი ენერგიაც.

მისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება სამსახური იყოს ადგილზე ცხოვრებით, ან საჭიროების მიხედვით, ღამის დამატებითი საათების ანაზღაურებით.

ძიძა მხოლოდ და მხოლოდ ფოკუსირებული იქნება ბავშვის მოვლაზე - სხვა დამატებითი ვალდებულებების გარეშე.

ბავშვის მშობლები, ახალგაზრდა წყვილი მზად არიან ძიძა მიიღონ როგორც ოჯახის ახალი წევრი და შეუქმნან ყველანაირი პირობები, რომ მანაც მშვიდ და კომფორტულ გარემოში იგრძნოს თავი და ბავშვიც სიყვარულით სავსე გარემოში გაიზარდოს.
სხვა პირობებზე და ანაზღაურებაზე გასაუბრებაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ.

სამსახური არის ქალაქის ცენტრში, კინო "საქართველოს" მიმდებარედ, წერეთლის ქუჩაზე და იწყება ნოემბრის დასაწყისშივე.
სამსახური გრძელვადიანია, თუმცა ორივე მხარესთვის გამოსაცდელი ვადით - ჩვენთან მუშაობა ისევე უნდა მოეწონოს ძიძას, როგორც ჩვენ ის.

დაგვიკავშირდით საღამოს 8 საათის შემდეგ მხოლოდ ვაიბერის საშუალებით შემდეგ ნომერზე: +995 574-20-20-66

 

Print