რეკლამა
„Family’s Bakery” - ქალაქში საუკეთესო საცხობი იხსნება (R)
10:00 / 08.07.2020
სუპერმარკეტების ქსელი „ფემილი“
(Family), რომელიც ამ ეტაპზე ქუთაისში 13 ფილიალით არის წარმოდგენილი,
მომხმარებელს ძალიან მაგარ სიახლეს სთავაზობს.
9 ივლისიდან ერთ-ერთ ფილიალში, თამარ მეფის #70 - ში, სრულიად ახალი
და ინოვაციური კონცეფციის საცხობი ამოქმედდება. მოწვეული მზარეული,
რომელსაც საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,
განსხვავებული გემოსა და ვიზუალის პროდუქტებს შემოგთავაზებთ.
აქ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ფხვიერი და ფენოვანი ცომისგან
დამზადებული შტრუდელები და კრუასანები, ჟოლოსა და ალუბლის ჯემის,
მოხარშული შედედებული რძის, ცოცხალი გარგარის, ხაჭოსა და შოკოლადის,
ნიგვზის და ქიშმიშის შიგთავსებით, დარიჩინის სურნელოვანი და ფაფუკი
ფუნთუშები, მდნარი შოკოლადის, ხაჭოს კრემისა და სხვადასხვა ხილის
მომჟავო-მოტკბო გემოს შტრიხებით.
აღსანიშნავია, რომ ყველა ინგრედიენტი არის მხოლოდ ნატურალური და
ეკოლოგიურად სუფთა. ასე რომ, „ფემილი“ - რჩება მისი სლოგანის „ჩვენი
ოჯახის მარკეტი“ ერთგული და ყველა პროდუქტი, რომელიც იქმნება არის
განკუთვნილი მთელი ოჯახისთვის, მათ შორის ყველაზე პატარებისთვის,
მისაღები და სასარგებლო.
საცხობში, ასევე, წარმოდგენილია ფენოვანი და იმერული ხაჭაპური
იდეალური ცომითა და ნამდვილი იმერული ყველით სავსე, გემრიელად
შეზავებული ლობიანები და კარტოფილიანი ღვეზელები.
და ეს ყველაფერი არ არის, „Family’s Bakery” მომხმარებელს მომავალში
კიდევ ბევრ სასაიმოვნო სიახლეს და სიურპირზს პირდება.
ეწვიე Family’s Bakery” - ს
#გაიზიარესიახლე #გასინჯეგანსხვავებული
მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის გამზირი N70, მაღაზია „ფემილი“
(Family)
მასალის გამოყენების პირობები