რეკლამა
ქუთაისის საბავშვო ბაღების მეთოდისტებს სერთიფიკატები გადაეცათ (R)
FaceBook

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 37-ვე ფილიალის ყველა მეთოდისტს, „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ კურსის წარმატებით გავლისათვის, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ სერთიფიკატები გადაეცათ.



ამავე შეხვედრაზე, სასწავლო პროცესისა და მეთოდური დარგის მართვის სამსახურის კოორდინატორის, ნუნუ ფერაძის მიერ, შეჯამდა გასული წლის მუშაობა.

აუდიტორიამ მოისმინა 2019-2020 სასწავლო წელს გასახორციელებელი ცვლილებები და იმსჯელა სახელმწიფო სტანდარტების ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.



 

Print