რეკლამა
ბაგა-ბაგების გაერთიანების დირექტორმა აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა (R)
FaceBook

23 სექტემბერს, ქუთაისის ბაგა-ბაღების ყველა ფილიალში  ახალი სასწავლო წელი შეიფერხებლად დაიწყო.



აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის ბაგა-ბაგების გაერთიანების დირექტორმა დავით წიტაიშვილმა
მიულოცა. 

„ძლიერი სახელმწიფოს მომავალია ეს თაობები, რომლის აღზრდა, განათლების სიყვარული, ჯანსაღი ემოციები, უსაფრთხო გარემო, ერთმანეთის სოლიდარობა და ნამდვილი მოქალაქისთვის საჭირო უნარები, ჩვენი ზრუნვის ხარისხზეა დამოკიდებული. პატივია, საკუთარი მნიშველობა იგრძნო ამ ღირსეულ საქმეში! და სწორედ ამ სულისკვეთებით ვულოცავ ყველა ჩვენს აღსაზრდელს, მშობელს, თანამშრომელს, გულშემატკივარს - ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას და საერთო წარმატებებისკენ სვლას ვუსურვებ!,“ - განაცხადა დავით წიტაიშვილმა.



ქუთაისის ბაგა-ბაღების 37 ფილიალში წელს 2328 ახალი აღსაზრდელი დარეგისტრირდა.

 

Print