რეკლამა
წიგნი საუკეთესო საახალწლო საჩუქარია
FaceBook
ეძებთ საახალწლო საჩუქარს? მაშინ იცოდეთ, ლამაზად შეფუთული კარგი წიგნი ნებისმიერი გემოვნების და ასაკის ადამიანს აღაფრთოვანებს.

ქუთაისში, წმინდა ნინოს 13-ში მდებარე წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ თქვენთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს.



სანტა ესპერანსაში შეგიძლიათ იპოვოთ ყველა გამომცემლობის ბესტსელერი წიგნები, საახალწლო სუვენირები და ლიტერატურული საჩუქრები.

15 დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით კი საახალწლო ფასდაკლებები მოქმედებს 400 მდე დასახელების წიგნზე.


გარდა ამისა, რამოდენიმე დღით „სანტა ესპერანსა“ ქუთაისში საახალწლო ბაზრობაზე გეპატიჟებათ, რომელიც პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

28 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით 12 საათიდან საღამოს ხუთ საათამდე შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ მხატვრული ლიტერატურა და საბავშვო წიგნები ხელმისაწვდომ ფასად.

როგორც მაღაზიაში ამბობენ, საახალწლო ბაზრობაზე მკითხველებს „სანტა ესპერანსასგან“ დიდი ფასდაკლებები და საინტერესო საახალწლო სასაჩუქრე აქსესუარები ელოდებათ.
Print