ახალი ამბები
საბავშვო ბაღებში რესურსცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ
FaceBook

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში   რესურსცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ.



ახალი თანამშრომლები  აღსაზრდელების მშობლებს,  პედაგოგებს, მეთოდისტებსა და  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართულ პირებს კონსულტაციებს გაუწევენ ყველა იმ საკითხზე, რაც ბაღში უკეთესი  პირობების შექმნას ემსახურება.



ისინი ბაღების ადმინისტრაციას მიაწოდებენ დეტალურ  ინფორმაციას საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ. რესურსცენტრის სპეციალისტები ჩართული იქნებიან ბაღების აქტივობებში და დაეხმარებიან საგანმანათლებლო მიმართულებების შემუშავებაში.


რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ერთგვარი    შუამავალი რგოლი იქნება სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს  შორის.

რესურსცენტრის სპეციალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შეარჩევს.  უწყებაში კადრების შერჩევის პროცესი უკვე მიმდინარეობს.

რესურსცენტრის თანამშრომლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სავარაუდოდ,  წლის ბოლომდე  გამოჩნდებიან.

2020 წლიდან სკოლამდელი განათლების სისტემაში ცვლილებები იგეგემება. მათ შორის ბაღების ავტორიზაცია და პედაგოგების სერტიფიცირება

Print