ახალი ამბები
კვების როგორი მენიუ დახვდებათ ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს
FaceBook
ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის საბავშვო ბაღებში მისულ აღსაზრდელებს,  ტრადიციულად, ოთხჯერადი კვება დახვდებათ.


მათთვის განკუთვნილი მენიუ შემდეგნაირად გამოიყურება:

საუზმე

ფაფა, ან პური კარაქითა და ყველით 


წახემსება

ვაშლი და სეზონური ხილი 


სადილი 

წვნიანი -  (კვირის დღეების მიხედვით)

- ქათმის ჩახოხბილი
- პიურე გუფთასთან ერთად
- ლობიო ზეთით
- კატლეტი წიწიბურით
- ყველიანი მაკარონი
-მოხარშული თევზი.

სადილს ემატება დესერტი, ორცხობილა და ტკბილეული, ჟელირებული კანფეტი


სამხარი 

(კვირის დღეების მიხედვით)

- ტაფამწვარი
- ფუნთუშა მაწვნით
- პური კარაქითა და ყველით ჩაისთან ერთად
- ფლავი ქიშმიშით 


ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს განახლდება. აღსაზრდელთა რეგისტრაცია კი 2 სექტემბრიდან დაიწყება. 

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია. 2018–2019 სასწავლო წელს დაწესებულებებმა 10 000 მდე აღსაზრდელი მიიღეს.


ამავე თემაზე:

ერთი დღე ბაღის მზარეულად - როგორ იკვებებიან ქუთაისის საბავშვო ბაღებში (ვიდეო)
Print