რეკლამა
ანევრიზმის ენდოვასკულარული მკურნალობა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში (ვიდეო)
FaceBook
საქართველოში პირველად, მუცლის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულარული ოპერირება ELLA-გრაფტის გამოყენებით, ჯეო-ჰოსპიტალსის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარდა. ეს ოპერაცია ქართველმა სისხლძარღვთა ქირურგებმა დამოუკიდებლად შეასრულეს.
ადამიანის ყველაზე დიდი სისხლძარღვის კედლის გაფართოება, ანევრიზმა, ყველაზე ხშირად 60-დან 80 წლამდე ასაკის მამაკაცებში სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო ვითარდება. როდესაც მუცლის აორტის ანევრიზმა 5სმ-ს აღემატება, მისი გასკდომის და შინაგანი სისხლდენით ადამიანის გარდაცვალების ალბათობა დიდია.
21-ე საუკუნეში აორტის ანევრიზმის ოპერირება მხოლოდ ენდოვასკულარული მეთოდით, მუცელკვეთის გარეშეა რეკომენდირებული.



Print