რეკლამა
სილქნეტმა ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა (R)
FaceBook

ბოლო პერიოდში,  სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილური ქსელის მიმართულებით,  მოდერნიზაციის მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყანაში 4.5G  ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა,

ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.

 

ასევე, იმერეთის რეგიონში ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები, რომელთა მიზანი იყო არსებული მეოთხე თაობის ქსელის გაძლიერება 4.5G  ქსელით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მომხმარებელი ადრე ვერ სარგებლობდა მეოთხე თაობის ინტერნეტით,  აღნიშნული   ტექნოლოგია დაინერგა.

ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეოთხე თაობის ქსელი.

26 დასახლებულ პუნქტში დაინერგა 4.5G ქსელი, სადაც მანამდე ვერ სარგებლობდნენ აბონენტები მეოთხე თაობის ინტერნეტით.

(ჭიათურა, არგვეთა, ბორითი, ჭიშურა, დაფნარი, ძირულა, გეგუთი, ილემი, ხევი, ხუნევი, კოპიტნარი, ქვედა ბაში, ქვედა ილემი, ლაშე, მაქათუბანი, მუხიანი, ოფშკვითი, რიკოთი, შორაპანი, შროშა, სიმონეთი, თხმელარი, ვარციხე, ზვარე, ტყიბული, წყალტუბო).

დღეისათვის, ქვეყნის უმეტეს რეგიონში ქსელის მოდერნიზაციისა და გაძლიერებისთვის  ჩატარებული  სამუშაოები წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებელი იღებს გაცილებით სტაბილურ სიგნალს და ბევრად უფრო მაღალსიჩქარიან  ინტერნეტს. გაძლიერებული 4.5G ქსელის პირობებში, ჯეოსელის აბონენტები, დაახლოებით, 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით  სარგებლობას შეძლებენ.

კომპანია აგრძელებს თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, რათა საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს თავის აბონენტებს.

Print