რეკლამა
ქუთაისში ახალი ტურისტული კომპანია TUO TRAVEL იხსნება
FaceBook
TUO TRAVEL მომხმარებელს თავაზობს სრულ პაკეტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მიმდინარე წლის 5 აგვისტოდან ქუთაისში ახალი ტურისტული კომპანია TUO TRAVEL იხსნება. TUO TRAVEL მომხმარებელს თავაზობს სრულ პაკეტებს მსოფლიოს ქვეყნებში: თურქეთი, ეგვიპტე, დუბაი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.
კომპანია, ასევე, შემოგთავაზებთ თემატურ ტურებს მთელი საქართველოს მასშტაბით: ღვინის ტურები, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება, სათევზაო და სამონადირეო ტურები, პილიგრიმული ტურები, კულინარიული და კულტურული ტურები, ექსტრემალური ტურები, ჯომარდობა და სამთო-სათხილამურო ტურები.
ამასთანავე, TUO TRAVEL მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს. კომპანიას აქვს ექსკლუზივები სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებთან.
"ვფიქრობ, ეს ქუთაისის მცხოვრებთათვის სასიამოვნო სიახლე იქნება, რადგან ხელმისაწვდომი ფასი და მომსახურების მაღალი ხარისხი იშვიათობაა. დაინტრესებულ პირებს ველოდებით TUO TRAVEL-ში," – აცხადებს კომპანიის მფლობელი, თემურ მაჩიტიძე.
ტურისტული კომპანია TUO TRAVEL ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩა #40-ში, ე.წ ლომებიანი სახლის უკან ფუნქციონირებს.

ტელ: (0431) 25 37 37
მობ: 599 15 35 53

Print