პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიდ ჯიხაიშში, საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება.

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა გაჩნდა, რაც დამანგრეველია.

"მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყო ქალების პრეზიდენტი. დიდი ხანია, ჩვენს ისტორიაში მსგავსი ფაქტები არ მომხდარა. საზოგადოების იმ ნაწილზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც დღეს, ქვეყანაში უმრავლესობასა და ძალიან აქტიურ ნაწილს წარმოადგენს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დღეს დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
Print