რეკლამა
იმერეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრული ონკოლოგიური სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია (R)
FaceBook
იმერეთში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს რეგიონიდან გაუსვლელად ჩაერთოს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში. ქუთაისის "ონკოლოგიის ცენტრში" მოსახლეობას ძუძუს, პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს სთავაზობს. ბენეფიციარებს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ჩაიტარონ.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ასევე ჩართულია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი, სადაც შესაძლებელია პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება.

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.
Print