რეკლამა
კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეები წარადგინა (R)
FaceBook
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და თბილისის მერის დანარჩენი მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის ვიცე-მერიირაკლიხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას მაიაბითაძე, გიგანიკოლეიშვილი და ირაკლიბენდელიანიდაიკავებენ.

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ,რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს დამერის მოადგილისპოსტსდაიკავებს.

"მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა - ქალაქის განვითარების ხედვა. სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება. ირაკლი ხმალაძე მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო. ის წლების განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა", - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მაია ბითაძეს, კახა კალაძის თქმით, ის წლების განმავლობაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი იყო.

"მაია ბითაძე ჩემს გუნდს წინასაარჩევნოდ შემოუერთდა და ამ მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში. მინდა მას წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ ის ქალაქის განვითარებაშითავის წვლილს შეიტანს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე რჩება გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად განაგრძობს.

მერის მოადგილეობის შემდეგ კანდიდატურას - ირაკლი ბენდელიანს კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ენერგეტიკის სფეროშიარაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

რაც შეეხება მეხუთე მოადგილის თანამდებობას, მას ილია ელოშვილი მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების დასრულების შემდეგ დაიკავებს. მომდევნო დღეებში კი, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები დასახელდება.
Print