რეკლამა
ლევან ლიპარტია: გამარჯვების შემდეგ, სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობას ერთად შევუდგებით (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ სოფელ ტაბაწყურის ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ნინოწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანიც ესწრებოდნენ, მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ტაბაწყურში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართეთ, სადაც სოფელში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ და შემდგომში საქმეს ყველანი ერთად შევუდგებით, რათა სოფლებში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ", - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერობის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელგამოუცხადა.

"მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. ადგილობრივების განმხარდაჭერა მივიღეთ. ლევან ლიპარტიაკი, მათ გამარჯვების შემთხვევაში, სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

Print