რეკლამა
ალექსანდრე გრიგალავა: იმედი მაქვს, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

"მინდა, "ქართული ოცნების" ლიდერებს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით იმყოფებიან. მარტვილში არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც იმედი მაქვს, გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ", - მიმართა მერობის კანდიდატმა ადგილობრივ ამომრჩეველს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
Print