რეკლამა
გიორგი ჭიღვარია: „ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 12 ნოემბერს და მუშაობას დავიწყებთ იმ მიმართულებით, რომელიც ქალაქისთვისაა პრიორიტეტული” (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიულისაქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ჭიღვარია ამჯერად ძელქვიანის ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და ამომრჩევლებს 12 ნოემბერს არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით მეორე ტური არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლება ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს და მოსახლეობას საშუალებას აძლევს გადაწეყვეტილება თავისუფალ გარემოში მიიღონ.

"ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 12 ნოემბერს და მუშაობას დავიწყებთ იმ მიმართულებით, რომელიც ქალაქისთვისაა პრიორიტეტული. ჩემი მთავარი მიზანია ქალაქის მართვაში ჩართული იყვნენ ჩვენი თანაქალაქელები, რადგან ერთად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. ქუთაისი უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქი.
Print