რეკლამა
"ქართული ოცნება" გიორგი ჭიღვარია აგრარულ ბაზარში დასაქმებულებს შეხვდა (R)
FaceBook
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია დღეს აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა. კანდიდატი დასაქმებულების პრობლემებსა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ჭიღვარიამ ბაზარში დასაქმებულებს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ წყდება ქალაქის ბედი და ამომრჩეველმა სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

,,თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება, რომელიც რეალურად ზრუნავს ხალხზე. ჩვენ გავაძლიერებთ ქუთაისს და ეს ყველაფერი თქვენი და ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით მოხდება. 12 ნოემბერს მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ძლიერ ქუთაისს ძლიერი საქართველოსთვის," -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
Print