რეკლამა
გიორგი ჭიღვარია: ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება,რომელიც კაბინეტში არ ჩაიკეტება და ყველა მოქალაქის პრობლემა დააინტერესებს (R)
FaceBook
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი მეორე ტურის შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა ამომრჩეველთან მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 ნოემბერს არჩევნებში მოსახლოების მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია.

გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველს 12 ნოემბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განმარტა,  რომ მეორე ტური დემოკრატიულ,სამართლიან გარემოში ჩატარდება და ,,ქართული ოცნება" დამაჯერებელ შედეგს დადებს.

,,12 ნოემბერს, ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ რომ ქუთაისი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელი და საჭიროა თითოული თქვენგანის ხმა იმისთვის რომ დამაჯერებელი შედეგი დავდოთ. ,,ქართული ოცნება" ქუთაისისთვის იქნება, სამართლიანი ხალხთან ახლოს მყოფი ხელისუფლება, რომელიც კაბინეტში არ იკეტება და ყველა მისი თანამოქალაქის პრობლემა აინტერესებს," - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
Print