რეკლამა
ქუთაისში არჩევნების მე-2 ტურში ერთმანეთს გიორგი ჭიღვარია და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან (R)
FaceBook
ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში, 12 ნოემბერს ერთმანეთს გიორგი ჭიღვარია და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ქუთაისის მერობისთვის მეორე ტურში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

"აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ ვართ ის გუნდი რომელიც იბრძოლებს სამართლიანად,"- ამბობს გიორგი ჭიღვარია.

მიუხედავად იმისა, რომ " ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ოფიციალურად ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი არ შესულა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტმა პარტიამ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე მათი კანდიდატი დაფიქსირებული იქნება საარჩევნო ბიულეტენში და ჩვეულებრივად შეეძლება ამომრჩევლის ხმების მიღება და არც ერთი ხმა სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ არ გაბათილდება. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატრდა. ცესკოს  მონაცემებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48,56% , ხოლო  მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 27,05% მიიღო. 

მეორე ტური, საქართველოს 6 ქალაქში გაიმართება. ესენია: ქუთაისის, ყაზბეგი, ბორჯომი, ხაშური, ოზურგეთ, მარტვილი.
Print