რეკლამა
კახა კალაძე: მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება (R)
FaceBook
დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა.
კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.

"საუბარია სამ მიმართულებაზე- მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებაზე ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50-წლიანი გარანტია; ასევეაუცილებელია კომუნიკაციების - ელექტროგაყვანილობა, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგება", - განმარტა თბილისის არჩეულმა მერმა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მეტრო პოლიტენის ვიზუალური მხარეც ერთიანი დიზაინის შემუშავებაზემუშაობა დაიწყება მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგური "გურამიშვილი" ორიდღით დაიკეტება, რათა მეტრო სადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარი ქნება ინფორმირებული.
Print