რეკლამა
კახა კალაძე KfW-ის წარმომადგენლობას შეხვდა (R)
FaceBook
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, კლაუს ვეიგელს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზეკალაძემ ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელობას თბილისში დაგეგმილიის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებას მომდევნო წლების განმავლობაში გეგმავს.Kფჭ-ის წარმომადგენლები რამდენიმემიმართულებით დაინტერესდნენ და ფინანსური დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი სურვილია მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ქალაქისთვის ენერგოეფექტურობისგაზრდის მიმართულებით პროექტების დაფინანსებაში.

"როდესაც ენერგეტიკის სამინისტროსვხელმძღვანელობდი, ჩვენმა გუნდმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლებლობა აქვს დააყენოს მზის ენერგიის პანელებიან ქარის მცირე სიმძლავრის სადგური. შედეგად, გამოიმუშავოს ელექტროენერგია, რომელსაც თავად მოიხმარს, ზედმეტ ენერგიას კი სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდის", - აღნიშნა კალაძემ და განმარტა, რომ ბანკის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებითაც გამოთქვეს მხარდაჭერა, რათა ქალაქში მსგავსი პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახდეს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერობის კანდიდატის თქმით,ბანკი მზად არის გამოყოს თანხები, როგორც ავტობუსების განახლებისთვის, ასევე, მეტროს რეაბილიტაციისთვის.

"კონკრეტულ პროექტებზეკონკრეტული გადაწყვეტილებები კი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად კონსულტაციების გავლის შემდეგ იქნება მიღებული", - განაცხადა კალაძემ.
Print