რეგიონი
ტყიბული - ტურისტული პოტენციალით ტურისტური ინფრასტრუქტურის გარეშე
FaceBook
ტყიბულის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 2016 წელს 5000-მდე ტურისტმა მიმართა. თუ რამდენმა ისარგებლა საინფორმაციო ცენტრით მიმდინარე წელს, ამის შესახებ მონაცემები ამდროისთვის არ აქვთ. იმის გამო, რომ ცენტრში საინფორმაციო ბუკლეტები არ აქვთ, ვიზიტორები სხვადასხვა ინფორმაციას, კვების ობიექტების, სასტუმროების და სატრანსპორტო საშულების შესახებ, ითხოვდნენ.

ტყიბულის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, რომ მათ ამდროისთვის ვიდეო კლიპი, მარშუტების ჩამონათვალი და რამდენიმე კარავი აქვთ, რომელსაც საჭირობის შემთხვევაში ტურისტებს თხოვნიან.

ტყიბულში ჩასული ტურისტები ძირითადად გელათს, მოწამეთას, ცხარჯვარს, ძმუისის კანიონებსა და ცუცხვათის მღვიმეს სტუმრობენ.

"ჩვენ მოსკოვიდან ტყიბულში ნათესავთან ჩამოვედით, აქ არაჩვეულებრივი ბუნება დაგხვდა. სულ სხვა სამყაროა, ისეთი სუფთაა ჰაერიც. ტყიბულში ყოფნისას ყველაზე მეტად ცხრაჯვარი მოგვეწონა. მე ვყოფილვარ რუსეთშიც და საბერძნეთშიც მაღალ მთებში, მაგრამ აქაურობა ექსტრემალურობით გამოირჩევა. ასვლისას შიში გიპყრობს, მაგრამ სიმაღლიდან ხედების სილამაზით განცდილი გრძნობა ყველაფერს გავიწყებს. ისეთი სურათი იშლება ზევიდან, საით გაიხედო რთული ასარჩევია, ალბათ ერთხელ ამოსვლა არაა საკმარისი, რომ ყველაფრის ყურებით დატკბე", - გვეუბენება ტყიბულის სტუმრები მოსკოვიდან, ჟენია და ვალია.

ტურისტებს გარდა ლამაზი ადგილისა ტყიბული ბევრი სხვა რამითაც დაამახსოვრდებათ. მაგალითად, მოუწესრიგებელი გზა, არარსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო, არასკამრისი და მოშლილი საგზაო ნიშნები.


ბაზრის შესასვლელი

ამას ემატება სასტუმორების და კვების ობიექტების სიმცირე. მაგალითად, ტყიბულში სულ ერთი კაფეა, სამი ლუდის ბარი და ორი რესტორნის ტიპის დარბაზი. რაც შეეხება, სასტუმროს, ქალაქში ოთხია, ჰოსტელი, სადაც ერთი ღამის საშუალო ფასი კვების გარეშე 20 ლარიდან 50 ლარამდეა. - ასე გამოიყურება ტყიბულის ტურისტული ინფრასტრუქტურა.


ტყიბული-ცხრაჯვარის საბაგიროს ხაზის შენობა, რომელმაც ფუნქციონირება 1985-1986 წლებში შეწყვიტა

2016 წლის აპრილში ტყიბულში ტურიზმის გავითარების მიზნით "ტურიზმის განვითარების ცენტრიც" ჩამოყალიბდა, ქალაქში რამდენიმე ადგილზე დაიდგა შესაბამისი საგზაო საინფორმაციო ნიშნებიც. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობა ეტაპობრივად ხორციელდება.

თუ როგორ გამოიყურება ტყიბული დღეს, ნახეთ აქ ფოტორეპორტაჟი.


თეონა ჯანელიძე


Print