რეგიონი
"მიპარვია ცოლს და თოფი უსროლია" - მკვლელობა ბაღდათში
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 83 წლის მამაკაცმა 64 წლის ცოლი საკუთარ სახლში სანადირო თოფით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი წარსულში ღალატის გამო მოკლა.

"დილის ხუთი საათისთვის მიპარვია ცოლს და თოფი უსროლია. რამოდენიმე ხნის მერე საკუთარი ფეხით მისულა პოლიციაში და უთქვამს ცოლი მოვკალიო. როცა პოლიცია ადგილზე მისულა ქალი სისხლისგან დაცლილი დახვედრიათ", - ამბობენ მეზობლები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 


თეონა წითაძე
Print