რეგიონი
"ჯერ პირუტყვს ვჯავრობთ, მერე საკუთარ თავს" - ბაღდათში მოსახლეობა მგლების შემოსევას უჩივის
FaceBook
ბაღდათში მოსახლოება მგლების შემოსევას უჩივის. სოფელ ზეგანის მოსახლეობა განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ  მგელები სოფლის ტერიტორიაზე შენიშნეს. ხოლო ორი დრის წინ სოფლის ცენტრალურ გზაზე მკვდარი მგელი ნახეს. მათი ვარაუდით, ცხოველი მანქანას დაესხა თავს.

"დილით საქონელი რომ გავდენეთ გზაზე შევნიშნეთ რაღაც ეგდო, ჯერ ძაღლი გვეგონა. ახლოს რომ მივედით ვნახეთ რომ მგელი იყო. უფრო სწორად, საკმაოდ დიდი მგლის ბოკვერი. გასაკვირი არ იყო, რადგან ძალიან მომრავლებულია ყველგან. სოფელი შეშინებულია. რა ქნას მოსახლეობამ, ზოგი მარტო ამ საქონლის იმედად არის და მაგით ირჩენს თავს. საღამოს ზოგჯერ საძებრად გვიწევს წასვლა და ჯერ პირუტყვს ვჯავრობთ, მერე საკუთარ თავს. არ ვიცით სად და როდის გამოგვიხტება მგელი. რამე უნდა იმოქმედოს მთავრობამ, ასე არ შეიძლება", -  განმარტავენ ადგილობრივები. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ მტაცებელ პირუტყვთან დაკავშირებულ პრობლემა მათთვის ცნობილია და მიმდინარეობს მუშაობა.


თეონა წითაძე
Print