რეგიონი
უფასო სამრეცხაო უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის ტყიბულში
FaceBook
ტყიბულში, უფასო სამრეცხაო გაიხსნა, სადაც სერვისით 100-მე ის მოქალაქე ისარგებლებს, რომლებიც უფასო სასადილოს ბენეფიციარები არიან. სამრეცხაო კვირაში ორი დღე იმუშავებს.

სოციალური სამრეცხაო, ,,PIN"-ს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაკეთდა, სადაც გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის პროექტმა გაიმარჯვა. 9 750 ლარის ღირებულების პროექტში გამგეობის ფინანსური მონაწილოება 30%-ს შეადგენს.

სამრეცხაოს გახსნა საზეიმო ვითარებაში მოხდა.

ტყიბულის გამგეობაში განმარტავენ, რომ პროექტი მიმდინარე წლის ნოემბრამდე PIN-ის ფინანსური თანამონაწილეობით გაგრძელდება, ხოლო შემდეგ მომსახურებას სრულად მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.


თეონა ჯანელიძე
Print