რეგიონი
"ეს არ იყო პირველი შემთხვევა" - ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულების ახლობლები
FaceBook
ხარაგულში სარკინიგზო გვირაბის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მუშების ახლობლები სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, გვირაბის ჩამოშლის შემთხვევა, რომელიც 29 ივლისს მოხდა, პირველი არ იყო. რადგან, ასეთი  ფაქტები  ადრეც ყოფილა.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ადრეც ყოფილა შემთხვევა როცა მუშები შედარებით მსუბუქად დაშავებულან, მაგრამ ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა", - განმარატვენ დაზარალებულების  ახლობლები. 

ორი მუშა, რომელიც დაზიანდა შემთხვევის შედეგად ერთი, რომელსაც შედარებით მსუბქი დაზიანება ქონდა სახლში იმყოფება, ხოლო მეორე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

"როგორც ახლობლებიდან ვიცი, რომლებმაც მონახულეს თამაზ ტალახაძე, ამბობენ, რომ ისე მძიმედ არ არის როგორც ითქვა თავიდან.  საავადმყოფოში ის ფეხის დაზიანებით გადაიყვანეს",  - ამბობს ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანის  რწმუნებული, სპარტაკ ლაცაბიძე. 

ხარაგაულში გვირაბის ჩამოშლის შედეგად სოფელ ბეჟათუბანის ორი მცხოვრები, რომლებიც მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული, თამაზ ტალახაზე და  ვეფხია კაკიაშვილი დაზარალდნენ.  

შემთხვევა 29 ივლის, დილით მოხდა. საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების ხელმძღვანელის ვიტალი გიორგაძის თქმით, ვიტალი გიორგაძის თქმით, ადგილზე ხარაჩოების დამონტაჟება მიმდინარეობდა რა დროსაც სარკინიგზო გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა.

ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.

ამავე თემაზე:

ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად მუშები დაშავდნენ

"შრომის უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ შემთხვევაზე

შსს-მ ხარაგაულში გვირაბის ჩამონგრევაზე გამოძიება დაიწყო

Print