რეგიონი
ზესტაფონის ბაზარში, 11 თვის წინ გაჩენილი, ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ზესტაფონში, ხანძრის შედეგად განადგურებული ბაზარი, ცეცხლის გაჩენიდან 11 თვის შემდეგ ადმინისტრაციამ თავისი სახსრებით სრულად აღადგინა. თუმცა, მის აღდგენამდე მოვაჭრეთა ნახევარი ახალ ბაზარში გადავიდა, რამაც ე.წ. შავ ბაზარში მოვაჭრების რაოდენობა შეამცირა. ისინი  ზარალის ანაზღაურებას უშედეგოდ ითხოვენ.მოვაჭრეები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ ახლა ერთობლივ წერილს ამზადებენ ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შესატანად.




"ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე დღის  წინ ბანკიდან 15 000 ლარი გამოვიტანე და ყველაფერი ცეცხლს გავატანე. დაპირებები იყო დიდხანს ვიარეთ ადგილობრივ გამგეობაში. საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, გამგებლის მოადგილეები ერთმანეთთან გვამისამართებდენ. შედეგი არ ჩანს. არიან ადამიანები რომელთა ზარალმა 200 000 ლარს გადააჭარბა ამიტომ აუცილებელია ზარალის ანაზღაურება ინდივიდუალურად მოხდეს", - ამბობს  ერთ-ერთი დაზარალებული, ირაკლი კუტალეიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღრაძე ირწმუნება, რომ გამგეობა განიხილავს დაზარალებულების დახმარების საკითხს და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მათ დახმარებას.

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ე.წ. შავ ბაზარში ხანძარი 2016 წლის 2 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის შედეგად, 1000 კვ მ. ფართზე განთავსებულ ბაზარში, სადაც 85 ინდ. მწარმე იყო დასაქმებული, ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ზესტაფონში მცხოვრებლები მაშინ განმარტავდნენ, რომ შესაძლოა  ხანძრის გაჩენა "შემთხვევითობა" არ ყოფილიყო და ის შეგნებულად გაეჩინათ. 
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვი იმის შესახებ, რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, გამართლდა, რადგან ცეხცლის გაჩენის შემდეგ ბაზრის ტერიტორიაზე  მართლაც აღმოჩენილ იქნა სილიკო-მანგანუმი.

მოვაჭრეების გარდა,  ხანძრის შემთხვევითობის არც ბაზრის მეპატრონეს, ცეზარ მაღლაკელიძეს სჯეროდა. ის იმდროისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც ადებდა ხელს. თუმცა, შემთხვევიდან 11 თვის შემდეგ ამაზე საუბარი არ  ისურვა. 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით ამ დრომდე  მიმდინარეობს.



ამავე თემაზე:


ზესტაფონში ე.წ. შავი ბაზარი დაიწვა

ზესტაფონის ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარზე მეტია

ზესტაფონის ბაზრის მეპატრონე - ცეცხლი შეგნებულად გააჩინეს

ზესტაფონის შავი ბაზრის მოვაჭრეები - სახანძრო რომ მოსულიყო დროულად, ყველაფერი არ განადგურდებოდა



კა დუგლაძე
Print