რეგიონი
"მოგვხედეთ სანამ დავიხოცებით" - სამტრედიელი რკინიგზელები ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან
FaceBook
რკინიგზის "სადგურ სამტრედია 2"-ის მუშები დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და მის აღმოფხვრას ითხოვენ.

ამ მიზნით ისინი ჯანადცვის სამინისტროს წარმომადგენლების ადგილზე მისვლას ითხოვენ. საუბარია, დაავადებაზე, რომელიც მუშებს 11 წელია აწუხებს.

დამწვრობა, გამონაყარი სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე, თავის ტკივილი, ქავილი და სიმხურვალე - ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომლებიც ამ დაავადებას ახასიათებს და მას 11 წლის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით დადგინდა რომ მას ალერგიული ფონი იწვევს. დაავადება ზაფხულის სეზონზე ერთი და იგივე დროს იჩენს თავს.

ვლადიმერ მარიჩევი რკინიგზის "სადგურ სამტრედია 2"-ში წლებია, ელექტრომექანიკოსად მუშაობს. ის ამბობს, რომ სხეულზე ქავილი და სიმხურვალე პირველად სამი წლის წინ ზაფხულზე იგრძნო. მარიჩევი გვიყვება, რომ ღამის მიდმინარე წლის 25 ივნისის, ღამის 12 საათზე თავის ტკივილი და სახის წვა დაეწყო. ის დღემდე ექიმის რეკომენდაციით სახლში იმყოფება.

"მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ რადიაციული დამწვრობა არისო ეს. ზუსტად არ არის დადგენილი, კომისიები იყო ჩამოსული, მაგრამ ვერ დაადგინეს რა ხდება. რომ გამირთულდეს ვის მოვთხოვო პასუხი. მოგვხედონ, სანამ დავიხოცებით", - ამბობს ვლადიმერ მარიჩევი.



რკინიგზის "სადგურ სამტრედია 2"- ში დაახლოებით 70 ადამიანი მუშაობს. აქედან ზემოთაღნიშნული წელს სიმპტომები სამ მუშას დაუფიქსირდა.




სამტრედიის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების დერმატოლოგის, ზემფირა ამაღლობელის თქმით, ამ დაავადებით არა მხოლოდ რკინიგზის მუშები, არამედ სამტრედიისა და სხვა რაიონების მცხოვრებლებიც მიმართავენ. ექიმის თქმით, წელს მათ დაწესებულებას ერთმა პაციენტმა მიმართა.

დაავადების კვლევა 2006 წელს ჩატარდა. შესაბამისმა უწყებებმა მიზეზად ალერგიული წარმოშობის დაავადებები დაასახელეს, რომელიც მოსახლეობის ფართო მასებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. თუმცა, დასკვნის მიხედვით, უცნობია თუ რომელი მცენარე იწვევს დაავადებას.

საქართველოს რკინიგზაში მიიჩნევენ, რომ დაავადება უკვე მოკვლეულია და დასკვნაც დადებული. შესაბამისად, მისი ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებას ვერ ხედავენ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ რკინიგზის თანამშრომლებს სადაზღვევო პაკეტები აქვთ, რომლის მეშვეობით სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.

"გარდა ამისა, გვაქვს ლოიალობის პროგრამა, როდესაც რაღაც არ არის სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული. ემატება 6 ათასი ლარის სამედიცინო მომსახურება. ეს ალერგიაზე იქნება გამოყენებული თუ სხვა დაავადებებზე არ აქვს მნიშვნელობა", - ამბობს დაჩი ცაგურია.

საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსის, ზურა ტაბატაძის თქმით, კვლევის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული დაავადება არაა მხოლოდ რკინიგზელების დაავადება და ის სამტრედიის რაიონის სხვადასხვა სოფლებსა და რაიონებშიც დაფიქსირდა.

2016 წელს ჯანდაცვის სამინიტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა შრომის უსაფრთხოების პირობების სამტრედიის რკინიგზაშიც შეამოწმეს, თუმცა თუ რა დარღვევები აღმოაჩინა ინსპექციამ ეს ინფორმაცია წესდებიდან გამომდინარე კონფიდენციალურია.
Print