რეგიონი
დავით ევგენიძემ ტყიბულში საქველმოქმედო კონცერტი გამართა (ვიდეო)
FaceBook
მიმდინარე წლის 28 ივნისს ტყიბულის თეატრში დავით ევგენიძისა და ლევან კემულარიას ჯაზკვინტეტის ერთობლივი კონცერტი - "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" გაიმართა.

ღონისძიება ალექსანდრე ბასილაიას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჯაზკვინტეტის ერთობლივი კონცერტი მუსიკის სხვადასხვა სტილის სინთეზს მოიცავდა. საღამო საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა და მას უამრავი მუსიკის მოყვარული დაესწრო.



საღამოზე შემოსული თანხა, ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, მთლიანად ალექსანდრე ბასილაიას ოჯახს გადაეცემა. ასევე, თანხის ნაწილი ტყიბულში გამსახურდიას ქუჩაზე ბასილაიას სახელობის მშენებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება.

ღონისძიების ორგანიზატორი ტყიბულის გამგეობა და შემოქმედებითი კავშირი "გარა" გახლდათ, ფინანსური მხარდამჭერი კი სხვადასხვა ორგანიზაციები იყვნენ.

თეონა ჯანელიძე

Print