რეგიონი
მასობრივ მძლეოსნურ გარბენს ტყიბულიც შეუერთდა
FaceBook
საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ტყიბულში მასობრივი მძლეოსნური გარბენი მოეწყო. მძლეოსნურმა გარბენმა სტარტი დღის 12:00 საათზე აიღო და მასში მონაწილეობა 60-მდე სხვადასხვა ასაკის მსურველი მიიღო.

მარათონში ჩართულმა ახალგაზრდებმა ,,სპორტული ცენტრიდან" სასტუმრო ,,ტყიბულის" მიმდებარე ტერიტორიამდე არსებული მონაკვეთი გაირბინეს, რომელშიც ვაჟებთან ერთად გოგონებიც ჩაებნენ.



ვაჟთა შორის ფინიშის ხაზი პირველმა ჯანო ჯანაშიამ გადაკვეთა, ხოლო გოგონებში ანანო გურგენიძემ. მარათონის გამარჯვებულებსა და ათეულში გასულ მონაწილეებს საჩუქრად სიგელები, მაისურები და წიგნები გადაეცათ. მძლეოსნური გარბენი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

თეონა  ჯანელიძე
Print