რეგიონი
ზესტაფონში სამსახურის უფროსი, შესაძლოა, აუდიტის უარყოფითი დასკვნის გამო გაათავისუფლონ
FaceBook
ზესტაფონის გამგეობის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, გია ორბელაძე შესაძლოა სამსახურიდან გაათავისუფლონ. ორბელაძეს პოსტიდან შესაძლო გათავისუფლება შიდა აუდიტის დასკვნას უკავშირდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი  ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ  ორბელაძის გათავისუფლების საკითხი გამგეობის იურიდიული დასკვნის შემდეგ გადაწყდება.

"ამ ეტაპზე ადრეა იმაზე საუბარი გათავისუფლდება თუ არა გია ორბელაძე დაკავებული თანამდებობიდან. დაველოდოთ იურიდიული სამსახურის დასკვნას", - ამბობს გამგებელი. მისი თქმით, აუდიტის დასკვნა, რომელიც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში არსებულ  დარღვევებს ასახავს, ამ ეტაპზე  იურიდიული სამსახური სწავლობს. გამგებლის თქმით, იურიდიული სამსახური დასკვნას ერთ თვეში დადებს. 

თავად, სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ მის სამსახურში  მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა.

"ჩემ სამსახურში ყველაფერი რიგზეა, არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევები არ არის. იყო შენიშვნები შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და მომავალში გავითვალისწინებთ. ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ", - ამბობს გია ორბელაძემ.

შიდა აუდიტმა   2015-2017 წლებში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური შეისწავლა.

"საუბარია, მთელ რიგ დარღვევებზე. ჩემი ინფორმაციით იურიდიული სამსახური განიხილავს დოკუმენტში ასახულ დარღვევებს. ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევენ სამსახურის უფროსს", - ამბობს გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსს ზვიად თავხელიძე.

რა წერია დასკვნაში და რა დარღვევებზეა საუბარი ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს და  ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ამავე თემაზე:

ზესტაფონის გამგეობაში აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა


ეკა დუგლაძე


Print