რეგიონი
ზესტაფონის გამგეობაში აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა დ კეთილმოწყობის სამსახურში დარღვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ქუთაისიპოტს გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზვიად თავხელიძემ განუმარტა. შიდა აუდიტმა სამსახურის მუშაობის 2015-2017 წლები შეისწავლა.

"დასკვნა უკვე გადაეგზავნა  ზესტაფონის გამგებელს. საუბარია, მთელ რიგ დარღვევებზე. ჩემი ინფორმაციით იურიდიული სამსახური განიხილავს დოკუმენტში ასახულ დარღვევებს. ახსნა-განმარტებებს ჩამოართმევენ სამსახურის უფროსს", - ამბობს ზვიად თავხელიძე.

კონკრეტულად თუ რა დარღვევებზეა საუბარი დასაკვნაში ამას თავხელიძე არ აკონკერტებს.  ის ამბობს, რომ აუდიტი დასკვნა საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც გამგეობის იურიდიული სამსახური იმ დარღვევებს შეისწავლის რაზედაც აუდიტის დასკვნაშია საუბარი.


რა წერია დასკვნაში და რა დარღვევებზეა საუბარი ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს და  ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ეკა დუგლაძე


Print