რეგიონი
ხონში მოსახლეობა გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტში დღეს საპროტეტსო აქცია გაიმართა. ჭანტურიას ქუჩის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ეწინააღმდგებიან. მათი თქმით, აღნიშნული სადგური საფრთხეს შეუქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. 

"ობიექტი ძალიან ახლოსაა სახლებთან, დასახლებულ პუნქტშია და მიგვაჩნია, რომ ნორმები არ არის დაცული. ადრე ამ ადგილზე გაზის ბალონი აფეთქდა და ნამსხვრევები ჩემს სახლში ჩამოცვივდა. ამიტომ გვეშინია, რომ აფეთქების საფრთხეცაა და საშინელი სუნი დადგება", - აცხადებენ ადგილოვრივები. მათი თქმით, თუ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება, ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ და გზას გადაკეტავენ.

ხონის გამგეობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ობიექტს სამხარაულის სახელობის ექაპერტიზის ბიურო შეამოწმებს. დასკვნის დადებამდე კი მშენებლობა შეჩერებულია.
Print