რეგიონი
"ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილი" - განათლების სამინისტრო იმერეთის საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე
FaceBook
განათლების სამინისტროში იმერეთის ერთ-ერთ  საჯარო სკოლის პედაგოგსა და მოსწავლეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქუთაისიპოსტთან  კომენტარს აკეთებენ. უწყების პრესსამსახურის ლალი როზომაშვილის  განმარტებით, მომხდარ დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ.   

"ამის შესახებ ჩვენ ვიცით და გეტყვით, რომ ნამდვილად  ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილი, მაგრამ ცემის ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა. მხოლოდ შელაპარაკება იყო, რომელიც იმ წუთსავე აღმოიფხვრა. ჩვენ გამოვიკვლიეთ, სკოლას ჩავეძიეთ და ისეთი არაფერი ყოფილა გაფრთხილება რომ მიეღო იმ პედაგოგს", -  განმარტავს ჩვენთან საუბარში ლალი როზომაშვილი. 

არსებულ ინფორმაციით, სოფელ ზედა დიმის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო მეთერთმეტე კლასელი გოგონა სცემა. 

"მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. მხოლოდ ესაა",  - განმარტავს ზედა დიმის სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.

ჩვენ შევეცადეთ თავად პედაგოგს დავკავშირებოდით და მასთან გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია. თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ში შეტყობინება არ შესულა.

"მომხადარზე შეტყობინება არ მიგვიღია, რაიმე მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო მანდატური შეგვატყობინებდა", - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 



თეონა  წითაძე




Print