რეგიონი
სამტრედიაში სამედიცინო ნარჩენებს მიტოვებულ შენობაში ყრიან - საქმეზე მოკვლევა დაიწყო
FaceBook
სამტრედიაში მიტოვებულ შენობაში სამედიცინო ნარჩენებს ყრიან. სახიფათო ნარჩენების დაყრაში მოსახლეობა იმ კომპანიას ადანაშაულებს, რომელიც მის გატანაზე არის პასუხისმგებელი. კომპანიები  ბრალდებას უარყოფენ, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

სამტერდიაში ილორის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მიტოვებულ შენობა სამედიცინო ნარჩენებითაა სავსე. ადგილობრივმა მოსახლოეობამ სამედიცინო ნარჩენი პირველად მიმდინარე წლის ზამთარში შენიშნა. თუმცა, იმის იმედით რომ მას გაიტანდნენ პროტესტი არ გამოუთქვამთ.

"მაგრამ ვხედავთ, რომ ამდენი ხნის შემდეგაც არ გაუტანიათ. მით უმეტეს, ზაფხულში საშინელი სუნი დადგება და მეორეც, კიდევ შესაძლოა ეს ეპიდემიის გავრცელების წყარო გახდეს. ფაქტია, რომ სამედიცინო ნარჩენები დიდი ხანია გროვდება, გასკდება სადაცაა შენობა. ჩვენ ვერ დავდებთ თავს. მაგრამ ეჭვი გვაქვს ნარჩენი იმ კომპანიებს შეაქვთ, რომელებსაც ის წესების დაცვით უნდა გაქონდეს", - განმარტავენ ადგილობრივები.

გადასხმის გამოყენებული აპარატები, შპრიცები, სისხლიანი ბინტის საფენები და ვადაგასული მედიკამენტები - ეს იმ სამედიცინო ნარჩენების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მიტოვებული შენობა არის სავსე.



ადგილობრივების ვერსიით, შენობაში სამედიცინო ნარჩენი იმ კომპანიებს შეაქვს, რომელიც მისი გატანაზე არის პასუხიმგებლი. მათი თქმით, კომპანიებს ის  ავტომანქანები გაუფუჭდათ, რომელითაც მის ტრანსპორტირებას ახდენენ.   

სამტრედიაში სამედიცინო ნარჩენების გატანას ორი კომპანია "ეკომედიქალ ჯგუფი" და "ეკომედი" უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ ყოველდღიურად გამოაქვთ საავადმყოფოებიდან ნარჩენები, ხოლო თვის ბოლოს კი თბილისში მიაქვთ. თუმცა, მანამდე სად გადააქვთ, ვიდრე თბილისში წაიღებენ, ამას არ აკონკრეტებენ.

"ეკომედიქალ ჯგუფის" ხელმღვანელი ელგუჯა კიკაჩეიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კომპანია 8 თვის წინ დაფუძნდა აქვს და ოფისი არ გააჩნიათ. თუმცა, ნარჩენების გადაზიდვისთვის საჭირო ტექნიკა ჰყავს და სამედიცინო ნარჩენების გატანას წესების დაცვით ახორციელებენ.

"ჩვენ ყველა წესის დაცვით მიგვაქვს ნარჩენები თბილისში, სადაც მისი გაუვნებელყოფა და გადამუშავება ხდება, ყველა ბრალდება იმის თაობაზე, რომ ნაგავს ჩვენ ვყრით არ არის მართალი," - ამბობს კიკაჩეიშვილი.

"რაც შეეხება, "ეკომედის" ხელმძღვანელ კახაბერ ხუბუას, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა რადგან ტელეფონი გამორთული აქვს. სამტრედიაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები, კომპანიებს, რომლებსაც სამედიცინი ნარჩენების გატანა ევალებათ, დადებითად ახასიათებენ.

"ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია არასოდეს, ვიცით, რომ ნორმების მიხედვით გააქვთ ნარჩენები და ამ კომპანიას ვენდობით," - ამბობს სამტრედიის "ჯეოჰოსპიტალის" სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის უფროსი, ექიმი ლაურა კოხოძე.

მიტოვებულ შენობაში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შესახებ, "ქუთაისიპოსტმა" საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობა.

როგორც დეპარტამენტში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს,  სამტრედიაში დაფიქსირებულ ფაქტზე  შესწავლას დაიწყებენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი 7 ივნისს გახდება.  

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიხევით, ტექნიკური რეგლამენტი სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლობის სანიტარულ ნორმებს აწესებს. რომლის თანახმადაც, კოდექსის მე - 3 ნაწილის მე - 2 ბ და გ პუნქტები კომპანიებს ნარჩენების გატანას, გაუვნებლობას, და საჭიროების შემთხვევაში თერმულად დამუშავებას ავალდებულებს.
Print