რეგიონი
ზესტაფონში ხანძრის შედეგად დაშავებული მოძღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
ზესტაფონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული სასულიერო პირის  ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.
მამა დავითი  (აბულაძე)  ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. ხანძრის შედეგად მოძღვარმა სხეულის  მძიმე დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა მიმდინარე წლის 2 მაისს მოხდა. 

"მეზობლებმა ხანძარი მაშინ შეამჩნიეს, როცა ცეცხლის ალი გარეთ გამოვიდა. ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის უფროსი. რომლის გადარჩენაც მოხერხდა, თუმცა, საცხოვრებელი სრულად გაანადგურდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს პოლიცია ადგენს",  - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს ზესტაფონის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი, ზვიადი მაღლაკელიძე

წინასწარი ვერსიით,  ხანძარი სახლში საეკლესიო სანთლის შედეგად გაჩნდა, რომელიც  სასულიერო პირის მეუღლემ ანთებული დატოვა.

ეკა დუგლაძე
Print