რეგიონი
ბაღდათში წელს 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს
FaceBook
2017 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით 3 269 900 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
თანხის ძირითადი ნაწილი ბაღდათის ქუჩებისა და სოფლის გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
მიმდინარე წელს ფერსათსა და წითელხევში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოეწყოს სათავე ნაგებობა, წყალშემკრები რეზერვუარები და მაგისტრალური ქსელი, რისთვისაც 486 770 ლარის დახარჯვა იგეგმება.

წელსვე უნდა მოხდეს სოფ. ფერსათიდან სალხინო ეკლესიასთან მისავლელი გზის 0.5 კმ-იანი მონაკვეთისა და სოფ. დიმში (მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე) გზის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.  ორივე პროექტისთვის ჯამში 586 331 ლარია გამოყოფილი.
ბაღდათში ასევე უნდა მოხდეს ე. თოდაძის ქუჩის რეაბილიტაცია, ც. დადიანის და ჯავახიშვილის ქუჩებზე საყრდენი კედლების მოწყობა.
მიმდინარე წელს, იგეგმება ქალაქის ცენტრში განთავსებული საფეხბურთო და საკალათბურთო მინი სტადიონების რეაბილიტაცია. 



ბაღდათის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებითი შემოსავლების მობილიზების პარალელურად იგეგმება ბაღდათის ცენტრის სრული რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება და სამუშაობი ეტაპობრივად განხორციელდება.

გასულ წელს 104 პროექტის განხორციელება დაიგეგმა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 ობიექტს, მათ შორის, თამარ მეფის №13 და№15-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს და სახურავი მთლიანად შეეცვალა თამარ მეფის №17- ში მდებარე ყოფილი სტამბის შენობას. სამუშაოებს ასრულებდა შ.პ.ს „GDS company", სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 80 993 ლარს. 


ბაღდათი ყოფილი სტამბის შენობა

2016 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 3 203 487 ლარი დაიხარჯა.

თეონა წითაძე
Print