რეგიონი
ტყიბულში, დაღუპული მეშახტეების გამო, 26 მაისს მოკრძალებულად აღნიშნავენ
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოკრძალებული ღონისძიებებით აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილ მეშახტეთა პატივისცემის ნიშნად, ყველა მასშაბური კონცერტი გაუქმდა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღნიშვნა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, ხოლო 13:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მცირე ღონისძიება გაიმართება, სადაც მონაწილეობას თავად სასახლის მხატვრული კითხვისა და სხვა განყოფილებების მოსწავლეები მიიღებენ.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას უკავშირდება. თუმცა, მაშინ დამოუკიდებლმა რესპუბლიკამ 1921 წლამდე იარსება. მეორედ, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.

თეონა ჯანელიძე
Print