რეგიონი
წყალტუბოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)
FaceBook
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში. რწმუნებულის ინფორმაციით, ამის შემდეგ გაწყდება მოქალაქეებისთვის მისი ანაზღაურების საკითხი.
სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა, მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები, სახნავ - სათესი მიწები დატბორა, დახოცილია ფრინველი. ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური გზის მონაკვეთიც ჩაკეტა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი ძლიერი გაწვიმებისას სოფელი იტბორება. სახელმწიფოსგან შესაბამისი კომპენსაციის მიღების შემთხვევაში მოსახლეობა მზად არის დატოვოს სოფელი, რადგან ამბობენ, რომ იქ ცხოვრება უკვე საფრთხის შემცველია. 















Print