რეგიონი
მონიტორინგის ჯგუფი ტყიბულის შახტასა და ჭიათურის მაღაროებში
FaceBook
ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება ორი სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა 16 მაისს დაიწყო. დღეს ტყიბულის შახტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი
მონიტორინგის ჯგუფი უკვე მივიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე (N1-1/200, 01-98/თ) შექმნეს.

ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.

"ბრძანება უკვე ამოქმედდა, 15 მაისიდან ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს. აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს", -   განმარტავენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

სამინიტროებში  ერთობლივი მონიტორინგის ჯფუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც მიმდინარე  წლის 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 ადამიანი დაიღუპა.


ეონა ჯანელიძე
Print