რეგიონი
ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე პრემიერ-მინისტრი მივიდა
FaceBook
ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მეშახტეების დაკრძალავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.

პრემიერ-მინისტრმა ტრაგიკულად გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახს მიუსამძიმრა.

დაღუპული მეშახტეების დაკრძალავზე ასევე, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა აქტივისტები და საწარმოებში დასაქმებულები მივიდნენ. ისინი მსვლელობით დაღუპულთა ოჯახებისკენ გაემართებიან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას.

ტყიბულში დღეს 14:00 საათზე სამგლოვიარო მარში გაიმართება, რომესაც ორგანიზებას პროვკაშირები უწევენ.

ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.


ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს

"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება

 

Print