რეგიონი
"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი საწარმოს ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს
FaceBook
შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ახლადდანიშნული სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი ქუთაისიპოსტთან საუბარში საწარმოს ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მისთვის პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია მობილიზება გაუკეთოს ქარხანაში დასაქმებულებისთვის მისაცემ ხელფასს. თუმცა, არ აკონკრტებს უშალოდ რა ფინანსურ პრობლემაზეა საუბარი. 

"მხოლოდ ორი სამუშაო დღეა რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე. ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ პროექტებზე. პირველ რიგში, თანხების მობილიზებაა საჭირო, რათა ხელფასები გაიცეს. დრო მჭირდება, შევისწავლი მდგომარეობას და  სამუშაო გეგმასაც დავდებ", - ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

რაც შეეხება, საკადრო ცვლილებას, დარჩება თუ არა თანამდებობაზე ფეროს გენერალური დირექტორი ვასილ გერეგა და "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი  ვოლოდიმირ ლოზინსკი ჯერჯერობით უცნობია.

"ჰოლდინგს გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ვიდრე მათი თანამდებობაზე ყოფნა არყოფნაა", - აღნიშნავს ნიკოლოზ ჩიქოვანი. 

"სახელმწიფოს ჩარევა "ჯორჯიან მანგანეზში"აუცილებელი გახდა, სხვა გამოსავალი არ იყო ჰოლდინგი ან უნდა გაკოტრებულიყო ან ახალი მმართველი დაენიშნათ", - ასე შეაფასა "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკა ჩიქოვანის  დანიშვნა, მისმა ყოფილმა მრჩეველმა გია ჯანდიერმა. გია ჯანდიერი ნიკოლოზ ჩიქოვანის მრჩეველი იყო, როდესაც ის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი იყო. ჯანდიერის ინფორმაციით,  საწარმოს მილიონობით დავალიანება  აქვს. 

სპეციალური მმართველის დანისვნას წინ  საწარმოს რამდენიმე დღიანი გაჩერება უძღოდა წინ. მიმდინარე წლის 11 მაისს გარემოსდაცვის სამინიტრომ  საწარმოში არსებულ დარვევებზე განცხადება გაავრცელა და ფეროშენადნობთა ქარხნის ყოფილი დირექტორი სპეციალურ მმართვალად დანიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანი ზესატფონსი საპარალამენტო არჩევნების დროს  დამოუკიდებელი კანდიდატის ილია კოკაიას (რომელიც "ქართული ოცნების" კადრად მოიზრებოდა) უჭერდა მხარს.   


ამავე თემაზე:

დარღვევების გამო "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველი დანიშნეს

"სახელმწიფოს ჩარევა "ჯორჯიან მანგანეზში" აუცილებელი გახდა"


ეკა დუგლაძე

დარჩება თუ არა თანამდებობაზე ფეროს გენერალური დირექტორი ვასილ გერეგა და ჯორჯიან მანგანეზის გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი ჯერჯერობით უცნობია. როგორც ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს განაცხადა, ჰოლდინგს გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ვიდრე მათი თანამდებობაზე ყოფნა არყოფნაა. ნიკაკა ჩიქოვანი / მხოლოდ ერთი სამუშაო დღეა რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე. ჩემ გუნდთან ერთად ვმუშაობ პროექტებზე. პირველ რიგში თანხების მობილიზებაა საჭირო, რათა ხელფასები გაიცეს. დრო მჭირდება შევისწავლი მდგომარეობას და გეგმასაც დავდებ.
Print