რეგიონი
ტყიბულის შახტაში დაღუპულებს 14 მაისს დაკრძალავენ
FaceBook
ტყიბულში,შახტში 9 მაისს დაღუპულ მეშახტეებს ხვალ,14 მაისს დაკრძალავენ.  ისინი საკუთარ სახლებში შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ, 11 მაისს გადაასვენეს. ალეკო ჭელიშვილის, ბიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძისა და გიზო კუბლაშვილის ცხედრებს ექსპერტიზა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ,სადაც ასევე მოხდა მათი იდენტიფიცირებაც.

დაღუპული მეშახტეების დაკრძალვის დღეს პროფკავშირები ტყიბულში სამგლოვიარო მარშს გამართავს.
ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.



ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს

"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება

თეონა ჯანელიძე
Print