რეგიონი
დარღვევების გამო "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველი დანიშნეს
FaceBook
შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველი დანიშნეს. პოსტი საწარმოს ყოფილი  წარმომადგენელს ნიკოლოზ ჩიქოვანს ჩააბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად.

გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა, სამართლიანად დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და კომპანიაში შეყვანილ იქნა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საწარმომ მუშაობა მიმდინარე წლის 29 აპრილიდან 11 მაისამდე  ეტაპობრივად შეწყვიტა

პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა მაჩიტიძის ინფორმაცით, ქარხანას 17 მილიონი ლარის დავალიანება  ქონდა, რის გამოც, ელექტროენერგია სრულად გაითიშა. ამის გარდა,  ქარხნის გაჩერების მიზეზი საკადრო ცვლილებებიც სახელდებოდა.  შპს  "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ზაქარია ზალიკაშვილმა ჩვენთან  11 მაისს სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ  უკვე შესაბამის უწყებებთან ურთიერთოებები დაალაგეს და საწამომ მუშაობა აღადგინა.
Print