რეგიონი
რეჩიტატივი ქალაქში - „მოძრაობის თეატრი“ ტყიბულში
FaceBook
ტყიბულში "მოძრაობის თეატრის“ წარმოდგენა გაიმართა. 

მათ, ვისაც ჯაზი და პოეზია უყვარდა ოთხკაციანმა ჯგუფმა ისინი  ერთ სივრცეში შეკრიბა.სტუმრებმა  "რეჩიტატივი ქალაქში" ამ სახელწოდების წარმოდგენა  კახა ბაკურაძის პოეზიისა და სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური იმპროვიზაციის სინთეზით წარმოადგინეს.

"ჩემი პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვიარო მთელი საქართველო, ყველგან  სადაც ქართულად ლაპარაკობენ, ჩემი სახლია. ასე, რომ ჩვენ დღეს ტყიბულშიც ისე ვგრძნობთ თავს, როგორც სახლში. ჩვენ თქვენთან ისევ მოვალთ, მაგრამ ალბათ თეატრით. მადლობა მინდა ვუთხრა ტყიბულს გულთბილი დახვედრისათვის", - განაცხადა რეჟისორმა და სცენარის ავტორმა კახა ბაკურაძემ.

"მოძრაობის თეატრის" მუსიკალური პოეზიის პერფომანსს ორგანიზება შემოქმედებითმა კავშირმა "გარა"-მ გაუწია, ხოლო ფინანსური მხარდამჭერები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამედიცინო კორპორაცია "ევექსი"-ს ტყიბულის ჰოსპიტალი იყვნენ.

"ძალიან დიდი ხანია ჩვენს ქალაქში ცოცხალი მუსიკის საღამო არ ყოფილა. დღეს კი ტყიბულელ მსმენელს ამის საშუალება ჰქონდა. ეს არის თეატრი, რომელიც მოძრაობს მაყურებლისკენ და მაყურებელი ამ თეატრისკენ", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შემოქმედებითი კავშირი "გარა"-ს დამფუძნებელმა, გიორგი კუბლაშვილმა.


თეონა ჯანელიძე

 

Print